საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ერთ-ერთი გამორჩეული მესამეხაზელი – ბექა საღინაძე, ტოპ 14-ის 25-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ტოპ 14-ის 25-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში, “სტად ფრანსესა” და “ლიონის” დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული სანახაობრივი დაპირისპირება, ფრედ 31:31 დასრულდა. ბექა საღინაძე ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და 62-ე წუთზე, გატანილი ლელოთიც შეძლო თავის გამოჩენა.
![ბექა საღინაძე ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 1 ბექა საღინაძე ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 1](https://www.belive.ge/wp-content/uploads/2023/05/Untitled-12.png)
ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის უკანასკნელ ტურში, “ლიონი” – “ბაიონას” დაუპირისპირდება.