პრემიერლიგის 37-ე ტურში ,,ტოტენჰემი” ,,ბრენტფორდს” მასპინძლობს. მატჩი ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა.
ლონდონური გუნდის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში გოლის გატანა 25 ტურში შეძლო, რაც პრემიერლიგის ისტორიაში (38-მატჩიან ფორმატში) ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
ჰარი კეინის ანგარიშზე ინგლისის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 319 შეხვედრაში სულ 211 გოლია, რითაც 29 წლის ფორვარდი მხოლოდ ალან შირერს (260 გოლი 441 მატჩში) ჩამორჩება.