,,ბარსელონას” ვიცეპრეზიდენტის, რაფაელ იუსტეს თქმით, კატალონიური გუნდის დირექტორის პოსტზე დეკუ დაინიშნება:
,,დეკუ ახალი დირექტორი იქნება, ის გუნდს შემოუერთდება და მატეუ ალემანისთან ერთად იმუშავებს,” – იუსტეს სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.
პორტუგალიელი, რომელიც ,,ბარსელონაში” 2004-2008 წლებში თამაშობდა, სპორტული დირექტორის პოსტზე ჟორდი კრუიფს ჩაანაცვლებს.
,,ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში ლა ლიგის მოგება შეძლო. კატალონიელები მომავალ შეხვედრას 24 მაისს, ,,ვალიადოლიდის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.