გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

,,მეცისა” და ,,ბორდოს” ქართველი შემტევები – გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდნენ.

ზურიკომ ,,ლავალთან” მოგებულ მატჩში (3:0) ეფექტური გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა. ჟორჟმა კი ,,გენგამთან” ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (1:1) ანგარიში გახსნა.

ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე 35 მატჩში 23 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. ზურიკომ კი 28 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.

36 ტურის შემდეგ, ,,ბორდო” 69 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ,,მეცი” კი 66 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

სტატიის ავტორი
-