Sky Sports-ის ცნობით, მადრიდის „რეალი“ ინგლისელი შემტევით, რაჰიმ სტერლინგით ინტერესდება. ასევე ცნობილია, რომ „სამეფო კლუბი“ სტერლინგს მიმდინარე ზაფხულში არ შეიძენს.
გავრცელებული ინფორმაციით, სტერლინგის სათამაშო ფორმის შესაფასებლად მადრიდული კლუბის წარმომადგენლები 8 სექტემბერს გასამართ მატჩს დაესწრებიან, სადაც ინგლისი – ესპანეთს დაუპირისპირდება.
ყოფილ „მერსისაიდელს“ „სიტისთან“ კონტრაქტი კიდევ 2 წლის განმავლობაში აკავშირებს.
ამ ზაფხულში „მანსიტელების“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდს მხოლოდ 1 ფეხბურთელი, ალჟირელი რიად მაჰრეზი დაუმატა. კევინ დე ბრუინმა, ფერნანდინიომ, დავიდ სილვამ და ნიკოლას ოტამენდიმ გუნდთან გრძელვადიანი კონტრაქტები გააფორმეს.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, დე ბრუინი კვირაში £350 000-ს მიიღებს, სტერლინგის ხელფასი კი £175 000-ს შეადგენს.