არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის” 23 წლის თავდამსხმელი, ხულიან ალვარესი, გახდა პირველი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც კოპა ლიბერტადორესის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო.
სამხრეთ ამერიკელებს შორის აქამდე მსგავსი მიღწევა მხოლოდ 4 ფეხბურთელს – დიდას, როკე ჟუნიორს, კაფუსა და რონალდინიოს ჰქონდათ.
ალვარესმა კოპა ლიბერტადორესი 2018 წელს ,,რივერ პლეიტთან” ერთად მოიგო, მსოფლიო ჩემპიონობა გასული წლის დეკემბერში იზეიმა, ჩემპიონთა ლიგის მფლობელი კი გუშინ გახდა.
1 – A sus 23 años, Julián Álvarez 🇦🇷 se convirtió en el primer argentino en ganar la @CONMEBOL Libertadores, Mundial y UEFA Champions League. Solo cuatro jugadores habían alcanzado esa marca: los brasileños Dida, Roque Júnior, Cafú y Ronaldinho. Grandeza. pic.twitter.com/C9kGuV7313
— OptaJavier (@OptaJavier) June 10, 2023