საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “მეცის” ვარსკვლავის – გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონით გაიზარდა და 10 მილიონ ევროს შეადგენს.
16 ივნისს, transfermarkt-ზე მონაცემების უკანასკნელი განახლების შემდეგ, ქართველი შემტევის ღირებულება 10 მილიონი ევროთი განისაზღვრა. 2023 წლის აპრილში, მიქაუტაძის ღირებულება 6 მილიონს შეადგენდა.
![გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა 1 გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა 1](https://www.belive.ge/wp-content/uploads/2023/06/34343434.png)
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც 2022/23 წლების სეზონში, “მეცის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული, ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.