“ტოტენჰემის” სამხრეთ კორეელი ლეგიონერი, სონი, უკანასკნელი დღეების მანძილზე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. სონს სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებში უწევდა 2 წლით მსახური, რაც 26 წლის შემტევისათვის, შესაძლოა კარიერის დასრულების საბაბი გამხდარიყო.
სამხედრო სამსახურისაგან თავის დასაღწევად, სონს მხოლოდ ერთი ალტერნატივა ჰქონდა – სამხრეთ კორეის ნაკრებს აზიის თამაშები ტრიუმფით უნდა დაესრულებინა. მისდა საბედნიეროდ, სამხრეთ კორეამ 2:1 სძლია იაპონიას და აზიის თამაშების გამარჯვებული გახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკრების ყველა წევრი სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდა.
“დეზების” შემტევის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არც ცნობილ კარიკატურისტს გამოჰპარვია. ომარ მომანიმ, სონს სახალისო კარიკატურა მიუძღვნა.