უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 1/8-ფინალური მატჩი მადრიდის “ატლეტიკოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის “ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა მადრიდელების გამარჯვებით, ანგარიშით – 2:0 დასრულდა.
მატჩის მიმდინარეობის დროს შეხვედრის რეჟისორებს კრიშტიანუს ჟესტი არ გამორჩენიათ. პორტუგალიელმა გულშემატკივრებს ანიშნა, რომ მას 5 ჩემპიონთა ლიგის ტიტული აქვს მოგებული, “ატლეტიკოს” მთლიან გუნდს კი არცერთი.
Cristiano Ronaldo casually reminding old rivals Atletico how many Champions League titles he’s won… 👀 pic.twitter.com/w5qMADOsCb
— Football on BT Sport (@btsportfootball) February 20, 2019