ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა – მისმა გუნდმა ორმატჩიან დუელში “მანჩესტერ სიტის” დამარცხება შეძლო (0:1. 4:3).
“ძალიან ვამაყობ, ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა ჩვენთვის უდიდესი წარმატებაა. ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, მაგრამ ყურადღება მომდევნო მატჩებზე მალევე უნდა გადავიტანოთ – შაბათს უკვე შემდეგი თამაში გველოდება, სადაც გამარჯვება აუცილებლად გვესაჭიროება,” აღნიშნა არგენტინელმა სპეციალისტმა.
იხილეთ მიმოხილვა: მანჩესტერ სიტი 4:3 ტოტენჰემი
ასევე იხილეთ – დღის ფოტო: ემოციურად განადგურებული პეპ გვარდიოლა