დაწყებამდე დასრულებული სეზონი – მარკო ასენსიომ უმძიმესი ტრავმა მიიღო (ვიდეო)
ივლისი 24, 2019 1:03 pm
“რეალმა” წინასასეზონო ტურის ფარგლებში “არსენალთან” გამართა შეხვედრა. მადრიდელთა ვარსკვლავმა, მარკო ასენსიომ “არსენალთან” მატჩის დროს უმძიმესი ტრავმა მიიღო, რომელიც შესაძლოა ჯერ არ დაწყებული სეზონის გამოტოვების ფასად დაუჯდეს.
ასენსიომ ერთ-ერთ ეპიზოდში, პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ბურთზე ბრძოლის დროს მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. “ბალნკოსის” ვარსკვლავი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით დაუყოვნებლიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
![დაწყებამდე დასრულებული სეზონი - მარკო ასენსიომ უმძიმესი ტრავმა მიიღო (ვიდეო) 1 video](https://i.ytimg.com/vi/vlmI6FibR1Q/mqdefault.jpg#auto)
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარკო ასენსიომ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მხოლოდ 6 თვეს გამოტოვებდა – თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, მის სარეაბილიტაციო პროცესს შესაძლოა გაცილებით უფრო დიდი დრო დასჭირდეს და ესპანელ ფეხბურთელს 2019/20 წლების სეზონის სრულად გამოტოვება მოუწიოს.