მხოლოდ Betlive.com-ზე – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი!
აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი!
რა უნდა ვიცოდე აქციის შესახებ?
- ქვიზის შევსება შეუძლიათ ID და SMS ვერიფიცირებულ მომხმარებლებს.
- ქვიზის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ტურში ერთხელ.
- ქვიზის შენახვის შემდეგ პასუხების შეცვლა არ შეიძლება.
- თუ თამაში დაიწყო საიტზე მითითებულ დროზე ადრე, დაწყებულ თამაშზე გაცემული პასუხების ანულირდება.
- თუ თამაში დაიწყო საიტზე მითითებულ დროზე გვიან, ქვიზის პასუხები თამაშის ჩატარებამდე მაინც აქტიური დარჩება.
- ჯეკპოტის სასტარტო თანხა არის 25 000₾.
- ყოველ ტურში ჯეკპოტი გაიზრდება 25 000 ლარით (მაქს. 100 000₾), მანამ, სანამ არ გამოვლინდება გამარჯვებული.
- ჯეკპოტის საპრიზო ფონდის პარალელურად ყოველ ტურში დამატებით გათამაშდება 25,000₾ Freebet Jackpot.
- ფრიბეთ ჯეკპოტის თანხა თანაბრად განაწილდება ყველა იმ მომხმარებელზე, რომლებიც ქვიზის 3 შესაძლო ვარიანტიდან სწორად დააფიქსირებენ 2 პასუხს.
- ფრიბეთ ჯეკპოტის ფონდიდან თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 500₾ ფრიბეთის მიღება.
- საკუთარ კარში გატანილი გოლი ჩაითვლება ავტოგოლად და არა გოლის ავტორის ანგარიშზე.
- თუ ქვიზს ერთდროულად რამდენიმე მომხმარებელი გამოიცნობს, მიმდინარე ჯეკპოტის საპრიზო თანხა თანაბრად გაიყოფა გამარჯვებულებზე და მომდევნო ტურის ჯეკპოტი კვლავ 25 000₾ გახდება.
- აქცია ძალაშია 2019/2020 სეზონის დასრულებამდე.
რომელი ბილეთები მონაწილეობს აქციაში?
- მინ. გადაბმა ბილეთში 3
- მინ. კოეფიციენტი პოზიციაზე 1.30
- მინ. ფსონი 5₾
- სინგლის და სისტემის ტიპის ბილეთები აქციაში არ მონაწილეობს
- ფრიბეთით განთავსებული ბილეთები აქციაში არ მონაწილეობს
- ბილეთში შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის პოზიციის არჩევა – მთავარი მინიმუმ 3 მათგანს ჰქონდეს მინ. კოეფიციენტი 1.3. დანარჩენი პოზიციების კოეფიციენტები შეზღუდული არ არის.
ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია:
“მილანი” Vs. “ინტერი”
“ჩელსი” Vs. “ლივერპული”
“სევილია” Vs. “რეალი”
“მილანი” Vs. “ინტერი”
სერია ა-ს მე-4 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “მილანი” “ინტერს” დაუპირისპირდება. “დერბი დელა მადონინა” ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს – 21 სექტემბერს გასამართ მატჩს განსაკუთრებულ ინტრიგას ის ფაქტიც სძენს, რომ “ინტერი” უდანაკარგოთ ასპარეზობს და განვლილ სამ ტურში 9 ქულის დაგროვება შეძლო.
“ინტერისგან” განსხვავებით “მილანმა” სეზონი მძიმედ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ “როსონერიმ” განვლილ 3 ტურში 2 გამარჯვება მოიპოვა და 6 ქულა დააგროვა, “მილანის” ფეხბურთელებმა მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლეს. დაპირისპირებას მილანური გრანდები ოპტიმალური შემადგენლობით, პრაქტიკულად უდანაკარგოდ ხვდებიან.
- სერია ა-ს ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართულ უკანასკნელ 5 დაპირისპირებაში 15 გოლი გავიდა.
- სერია ა-ს ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან “მილანმა” 1 გამარჯვება მოიპოვა, 1 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 3 შეხვედრაში გამარჯვება “ინტერმა” მოიპოვა.
- სერია ა-ს ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან 4 შეხვედრაში “ინტერმა” შეძლო პირველი გოლის გატანა, 1 მატჩში კი უგოლო ფრე დაფიქსირდა.
“ჩელსი” Vs. “ლივერპული”
პრემიერ ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში “ჩელსი” “ლივერპულს” უმასპინძლებს. “სტემფორდ ბრიჯზე” გასამართ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით “ლივერპული” სარგებლობს, რომელმაც განვლილ 5 ტურში ქულათა მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება შეძლო და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.
მერსისაიდული გრანდისგან განსხვავებით, “ჩელსი” არც ისე სახარბიელო სიტუაციაში იმყოფება – განვლილ 5 ტურში “არისტოკრატებმა” მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვეს, 2 შეხვედრა ფრედ დაასრულეს და 1 მატჩში დამარცხდნენ.
22 სექტემბერს გასამართ მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. “ლივერპულს” კვლავ ვერ დაეხმარება ალისონი, ასევე ტრავმირებულთა შორის არიან ნათანიელ კლაინი და დივოკ ორიგი – საეჭვოა ნაბი კეიტას მოედანზე ხილვაც. მასპინძელთა რიგებში ემერსონი და რუდიგერი ვერ შეძლებენ ასპარეზობას.
- პრემიერ ლიგის ეგიდით, “სტემფორდ ბრიჯზე” გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში 12 გოლი გავიდა.
- პრემიერ ლიგის ეგიდით, “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 1 “ჩელსის” გამარჯვებით დასრულდა, 2 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, ხოლო 2 მატჩში “ლივერპულმა” გაიმარჯვა.
- პრემიერ ლიგის ეგიდით, “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან 4 შეხვედრაში “ჩელსის” ფეხბურთელებმა შეძლეს პირველი გოლის გატანა, 1 მატჩში კი “ლივერპულმა” გახსნა ანგარიში.
“სევილია” Vs. “რეალი”
ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში “სევილია” “რეალს” დაუპირისპირდება. 22 სექტემბერს გასამართი მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს. განვლილი 4 ტურის შემდეგ, 3 მოგებითა და 1 ფრით, სატურნირო ცხრილს “სევილია” უდგას სათავეში. “რეალი” (2 მოგება, 2 ფრე) მესამე პოზიციას იკავებს.
“სევილიას” წინააღმდეგ “რეალი” მარკო ასენსიოსა და ლუკა მოდრიჩის გარეშე იასპარეზებს. საეჭვოა სერხიო რამოსის, მარსელოსა და ისკოს მოედანზე ხილვაც. “სევილიას” შესაძლოა ნოლიტო დააკლდეს.
- ლა ლიგის ეგიდით, “რამონ სანჩეს პიხუანზე” გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში 21 გოლი გავიდა.
- ლა ლიგის ეგიდით, “რამონ სანჩეს პიხუანზე” გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან 4 “სევილიას” გამარჯვებით დასრულდა, 1 შეხვედრაში კი გამარჯვება “რეალმა” იზეიმა.
- ლა ლიგის ეგიდით, “რამონ სანჩეს პიხუანზე” გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან, 2 შეხვედრაში “სევილიამ” შეძლო ანგარიშის გახსნა, 3 მატჩში კი პირველი გოლი “რეალის” ფეხბურთელებმა გაიტანეს.