მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, “ბრიუგესგან” პირველ ტაიმში 2 გოლის გაშვების შემდეგ, წონასწორობის აღდგენა და ქულის მოპოვება (2:2) მოახერხა.
55-ე წუთზე, სხვაობა მადრიდელთა ლეგენდარულმა კაპიტანმა სერხიო რამოსმა შეამცირა, რომელმაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში ზუსტი თავური დარტყმით გაგზავნა.
“სამეფო კლუბის” ლიდერმა გოლი ჩემპიონთა ლიგის 10 სხვადასხვა გათამაშებაში გაიტანა, რაც მცველებს შორის უმაღლესი შედეგია. აქამდე იგივე მაჩვენებელი “ბარსელონას” ცენტრალურ მცველს ჟერარდ პიკეს ჰქონდა.
10 – Sergio Ramos has scored in a 10th different season in the Champions League, becoming just the second defender to do so in the competition after Gerard Pique (also 10). Controversial. pic.twitter.com/SrvxHxj2U3
— OptaJoe (@OptaJoe) October 1, 2019
ესპანეთის ნაკრების 33 წლის უკანახაზელს ჩემპიონთა ლიგაში 12 გოლი მოუგროვდა.