ოფიციალურად: ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ბრძოლის თარიღი ცნობილია

UFC მორიგი გამორჩეული ბრძოლისათვის ემზადება. უკანასკნელი ცნობების თანახმად, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ტონი ფერგიუსონი 2020 წელს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

UFC-ის ორი ლეგენდარული მებრძოლის დაპირისპირების თარიღი რამდენჯერმე დაანონსდა თუმცა გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე თარიღები იცვლებოდა. ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ტრავმებმა, ასევე წონასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მათი ოქტაგონზე დაპირისპირების თარიღი 2020 წლამდე გადადო.

ოფიციალურად: ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ბრძოლის თარიღი ცნობილია 1

უკანასკნელი ცნობების თანახმად, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა 2020 წლის 18 აპრილს, ბრუკლინში გაიმართება. ხაბიბმა კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი, რაც მისმა აგენტმა, ალი აბდელაზიზმაც დაადასტურა.

ოფიციალურად: ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ბრძოლის თარიღი ცნობილია 2

ოფიციალურად: ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ბრძოლის თარიღი ცნობილია

სტატიის ავტორი
-