სუარესმა ვალვერდე დაიცვა

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “ატლეტიკო” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მადრიდელების გამარჯვებით – ანგარიშით 2:3 დასრულდა. 

“ბარსელონას” გულშემატკივრები აღნიშნულ მარცხში ბრალს ერნესტო ვალვერდეს სდებენ, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს “ბლაუგრანას” 9 ნომერი – ლუის სუარესი.

“ვალვერდე არაფერ შუაშია, შეცდომებს ჩვენ, მოთამაშეები ვუშვებდით და მათი აღმოფხვრა თავადვე შეგვეძლო, შესაბამისად ყველაფერი ჩვენს კისერზეა. VAR-მა 2 გოლი არ ჩაგვითვალა, ყველამ კარგად იცის თუ რას ვფიქრობ VAR-თან დაკავშირებით – ის სპორტს სანახაობრივობის თვალსაზრისით უკან ხევს. ჩემი საბოლოო ვერდიქტი კი ის არის, რომ ვალვერდე თითქმის უდანაშაულოა”, – განაცხადა სუარესმა.

ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთის პირისპირ მადრიდული გრანდები წარსდგებიან – “რეალი” და “ატლეტიკო”.

სუარესმა ვალვერდე დაიცვა

სტატიის ავტორი
-