ესპანური Mundo Deportivo-ს თანახმად, კატალონიის „ბარსელონა“ მუნირ-ელ ჰადადისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ცნობილია, რომ გუნდის ხელმძღვანელობა წარმოშობით მაროკოელი ფეხბურთელის აგენტთან შესახვედრად ემზადება.
კატალონიური გუნდის თავდამსხმელს კონტრაქტი მიმდინარე მომდენო წლის ივნისში ეწურება.
აღსანიშნავია, რომ მუნირ ელ-ჰადადის “ბარსელონაში” სათამაშო დრო იშვიათად ეძლევა, თუმცა როგორც ჩანს, მაროკოელ ფეხბურთელში გუნდის ხელმძღვანელობა გარკვეულ იმედებს მაინც ამყარებს. მიმდინარე სეზონში მაროკოელმა ფეხბურთლმა 3 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა, თუმცა მოედანზე სულ 71 წუთი დაჰყო.