სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა მიუნხენის “ბაიერნსა” და “დიუსელდორფს” შორის, სადაც “რეკორდმაისტერმა” მეტოქე 5:0 გაანადგურა.
შეხვედრაში დაფიქსირდა გამორჩეული მომენტი. მიუნხენელთა მარცხენა მცველმა დეივისმა საოცარი სისწრაფე გამოავლინა. მეტოქეს საკმაოდ შორი მანძილიდან გამოეკიდა და ბურთი წაართვა. სიჩქარე კი 35.4 კმ/სთ გახლდათ.
Alphonso Davies reached 35.4 km/h in this moment – his fastest speed yet! pic.twitter.com/UNhrzQwvK0
— James John (@JamesJohn2427) May 30, 2020
მოგვიანებით კი ალფონსომ ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ალფონსო დეივისი “ბაიერნმა” “ვანკოვერიდან” გადმოიყვანა 2018 წლის ზაფხულში. კანადელი ფეხბურთელი საოცარ პროგრესს სთავაზობს გულშემატკივრებს და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.