პეპ გვარდიოლამ მორიგი საინტერესო მიღწევა დააფიქსირა.
მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “მანჩესტერ სიტიმ” მადრიდის “რეალს” ორივე შეხვედრა (2:1, 2:1) მოუგო, ესპანელი სპეციალისტი 21-ე საუკუნეში “სამეფო კლუბის” ყველაზე მეტჯერ დამმარცხებელი გახდა.
ტიკი-ტაკას შემოქმედმა მიმდინარე საუკუნეში “ბლანკოსების” ძლევა 11-ჯერ მოახერხა, რაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე თანაბარი – 9-9 მოგებით დიეგო სიმეონე და ერნესტო ვალვერდე იმყოფებიან.
პეპის გუნდი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში ლიონის “ოლიმპიკს” დაუპირისპირდება. მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება.