ცნობილია რა თანხა გამოიმუშავეს ჭიკაძემ და თოფურიამ UFC-ში გამარჯვების შემდეგ

11 ოქტომბერი ქართული MMA-სთვის განსაკუთრებული გამოდგა – ისტორიაში პირველად UFC-ის ერთ საღამოს რინგზე ორი ქართველი მებრძოლი – გიგა ჭიკაძე და ილია თოფურია გავიდა. საბედნიეროდ, ორივე მათგანმა გამარჯვების მოპოვება და ქართველი გულშემატკივრის გახარება მოახერხა.

40 000 ათასი დოლარი გამოიმუშავა გიგა ჭიკაძემ, რომელმაც ომარ მორალესს მოუგო. აღნიშნული თანხიდან 4000 დოლარი ქართველ მებრძოლს სპონსორებიდან ერგო.

რაც შეეხება დებიუტანტ თოფურიას, ილიამ იუსუმ ზალალი დაამარცხა, რითაც 23 500 დოლარი მიიღო. 3500 დოლარი 23 წლის სპორტსმენმა სასპონსორო კონტრაქტით მიიღო.

ცნობილია რა თანხა გამოიმუშავეს ჭიკაძემ და თოფურიამ UFC-ში გამარჯვების შემდეგ

სტატიის ავტორი
-