ალკარასმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და უიმბლდონის გამარჯვებული გახდა

უიმბლდონის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა, ნოვაკ ჯოკოვიჩი (2) 5 სეტში, ანგარიშით 1:6, 7:6, 6:1, 3:6, 6:4 დაამარცხა და ტურნირის მოგება კარიერაში პირველად შეძლო.

ფინალური შეხვედრა 4 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. ალკარასმა უიმბლდონის მოგებით 2 350 000 ფუნტი გამოიმუშავა, ნოვაკმა კი 1 175 000 ფუნტი მიიღო.

ესპანელს დღევანდელი გამარჯვებით კარიერაში 2 მოგებული დიდი სლემის ტურნირი დაუგროვდა (2022 წელს ამერიკის ღია პირველობაზე იმარჯვა).

უიმბლდონის მოქმედი ჩეპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, სერბმა 2022 წელს ფინალში ნიკ კირიოსს აჯობა.

ალკარასმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და უიმბლდონის გამარჯვებული გახდა

სტატიის ავტორი
-