ილია თოფურიამ კარლოს ალკარასის ჩემპიონობით 237 500 დოლარი მოიგო

უიმბლდონის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა, ნოვაკ ჯოკოვიჩი (2) 5 სეტში, ანგარიშით 1:6, 7:6, 6:1, 3:6, 6:4 დაამარცხა და ტურნირის მოგება კარიერაში პირველად შეძლო.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ტურნირის დაწყების წინ სოციალურ ქსელში განთავსებული ფსონის სურათი გამოაქვეყნა.

თოფურიამ 50 000 დოლარი უიმბლდონზე კარლო ალკარასის ჩემპიონობაზე დადო, რასაც კოეფიციენტი 4,75 ჰქონდა. შედეგად, ილიამ ალკარასის გამარჯვებით 237 500 დოლარი მოიგო.

ილია თოფურიამ კარლოს ალკარასის ჩემპიონობით 237 500 დოლარი მოიგო

სტატიის ავტორი
-