ATP შანხაი – მიმოხილვა (ჯოკოვიჩი-ანდერსონი)

შანხაის მასტერსის მეორე 1/4-ფინალურ ეტაპზე უიმბლდონის ფინალი განმეორდა. ერთმანეთს მსოფლიოს მე-3 ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რეიტინგის მე-8 საფეხურზე მყოფი, სამხრეთ-ამერიკელი კევინ ანდერსონი. 

პირველ სეტში ჩოგბურთელებმა საკუთარი მოწოდებები შესანიშნავად აიღეს, ფაქტობრივად უშეცდომოდაც კი – შესაბამისად სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც კევინ ანდერსონი ძლიერი მოწოდებები სერბმა ჩოგბურთელმა არად ჩააგდო და საბოლოოდ ანგარიშით – 7:1 გაიმარჯვა.

მეორე სეტში რიგით მე-2 მოწოდებაზე ჯოკოვიჩმა ბრეიკის უპირატესობა მოიპოვა, სწორედ ეს გახლდათ ერთადერთი ბრეიკი მთელი შეხვედრის განმავლობაში, შესაბამისად შეხვედრის გამარჯვებული და ნახევარფინალური საგზურის მეპატრონე ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა.

 

სტატიის ავტორი
-