ATP შანხაი – მიმოხილვა (ზვერევი-ედმუნდი)

გრძელდება შანხაიში მიმდინარე მასტერსი, სადაც პირველი 1/4-ფინალური შეხვედრა ჩატარდა. 

ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი, ალექსანდრ ზვერევი და მსოფლიოს მე-14 ჩოგანი კაილი ედმუნდი დაუპირისპირდნენ.

პირველი სეტის პირველივე გეიმში გერმანელმა ბრეიკის უპირატესობა მოიპოვა, რომელის წყალობითაც სეტი თავის სასარგებლოდ, ანგარიშით – 6:4 დაასრულა.

მეორე სეტში რიგით მე-5 გეიმში, ბრიტანელმა ჩოგბურთელმა საკუთარი მოწოდება მეტოქეს დაუთმო და ანალოგიური ანგარიშით – 6:4 დამარცხდა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:4, 6:4 ალექსანდრ ზვერევი შანხაის მასტერსის პირველი ნახევარფინალისტია.

სტატიის ავტორი
-