ATP შენჟენი – ფინალი

დასრულდა ჩინეთში, კერძოდ კი – შენჟენში მიმდინარე 250 ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი. ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის 171-ე ნომერი იოშიჰიტო ნიშიოკა და რეიტინგის 67-ე ნომერი, პიერ ერბერი შეხვდნენ.

ტურნირის დასაწყისს და მონაწილე ჩოგბურთელებს თუ გავიხსენებთ ამ ფინალს არავინ ელოდა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას დამსახურებულად გაიარა ორივე მათგანმა ფინალამდე მისასვლელი გზა.

პირველ სეტში იაპონელმა ჩოგბურთელმა 1-ბრეიკიანი უპირატესობით ანგარიშით – 7:5 გაიმარჯვა.

მეორე სეტის პირველ გეიმზე იაპონელმა ბრეიკი შეასრულა, რითაც ძალიან მიუახლოვდა ჩემპიონის ტიტულს, თუმცა მან ზედიზედ 6 გეიმი წააგო და სეტების ანგარიში გათანაბრდა.

მესამე და გადამწყვეტ სეტში, რიგით მეხუთე გეიმზე ნიშიოკამ ერბერს ბრეიკი გაუკეთა, რაც საკმარისი აღმოჩნდა საჩემპიონო ტიტულისათვის, ნიშიოკამ მე-5 მატჩ-პოინტი გამოიყენა და გადამწყვეტ სეტში ანგარიშით – 6:4 გაიმარჯვა.

მომდევნო კვირიდან ნიშიოკა 76 ადგილით წინ წაიწებს და მსოფლიო რეიტინგის 95-ე პოზიციას დაიკავებს.

სტატიის ავტორი
-