ბასილაშვილი მალიორკას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე 346-ე ჩოგანთან დამარცხდა

მსოფლიოს 25-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მალიორკას ღია პირველობის (ATP-ის 250-იანი ტურნირი) პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანელ მეტოქესთან – მატს როზენკრანცთან (346) ორ სეტში, ანგარიშით 6:7, 6:7 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრა 1 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე როზენკრანცი ანტუან ბელერს (307) დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს კარლოს ტაბერნერთან (88) იმარჯვა.

მალიორკაში პირველ ნომრად განთესილი დანილ მედვედევია, მეორე სტეფანოს ციციპასია, მესამე კი – დენის შაპოვალოვი.

Mallorca Open-ის მოქმედი ჩემპიონი მედვედევია, რომელმაც შარშან ფინალში სემ კუერის მოუგო.

ბასილაშვილი მალიორკას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე 346-ე ჩოგანთან დამარცხდა

სტატიის ავტორი
-