CHINA OPEN: საბალენკა-მუგურუზა

არინა საბალენკა VS გარბინ მუგურუზა

CHINA OPEN: საბალენკა-მუგურუზა 1

სტარტი აიღო ჩინეთში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირმა, რომელიც WTA-ის ეგიდით პეკინში მიმდინარეობს.

გთავაზობთ დღის ცენტრალური შეხვედრის მიმოხილვას, სადაც ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერი გარბინ მუგურუზა და მსოფლიოს მე-16 ჩოგანი არინა საბალენკა დაუპირისპირდნენ.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი გარბინ მუგურუზა საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. პირველ სეტში 4 ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა ვერცერთი მათგანის გამოყენება ვერ მოახერხა. არანაკლებ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა საბალენკამ, რომელსაც პირველ სეტში 7-ჯერ ჰქონდა ბრეიკის გაკეთების საშუალება, საიდანაც ერთი მათგანი გამოიყენა, რომელიც ყველაზე კარგ მომენტში გამოიყენა – სეტ-პოინტზე. პირველი სეტის საბოლოო ანგარიში – 7:5 საბალენკა წინ გავიდა.

მეორე სეტში, ბელორუსმა ჩოგბურთელმა რიგით მეორე საკუთარი მოწოდება წააგო, თუმცა მომდევნო გეიმშივე აღადგინა წონასწორობა. ჯამში მეორე სეტში 5 ბრეიკი შედგა, საიდანაც სამი არინა საბალენკამ შეასრულა და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

საბალენკასა და მუგურუზას შორის შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასე გამოიყურება: 7:5, 6:4 საბალენკა 1/8-ფინალშია.

შეგახსენებთ, წინა კვირაში საბალენკამ WTA Wuhan-ის ტურნირი მოიგო, ჩოგბურთის მომავალი ვარსკვლავი წაუგებელი სერიის გაგრძელებას პეკინში შეეცდება. მისი მომდევნო მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი, ფრანგი კაროლინ გარსია იქნება.

სტატიის ავტორი
-