გუგასთან | Live.ge ინტერვიუების ახალ სერიას იწყებს

სპორტზე საათობით საუბარი მოსაწყენი არასდროსაა – აქტიური ქომაგები ამაში აუცილებლად დაგვეთანხმებიან. ამ იდეაზე დაყრდნობით, Live.ge-იმ ინტერვიუების ახალი სერია დაიწყო, რომლის ავტორი და წამყვანი გუგა როგავა იქნება.

სტუმართან ერთად, წამყვანი სპორტზე და მასთან ახლოს მყოფ საკითხებზე ისაუბრებს. თქვენ მოისმენთ ორ მხარეს შორის განხილვებს, მათ შეხედულებებს, სპორტულ კამათს, მივიწყებულ ისტორიებსა და მაქსიმალურად ღია, გახსნილ კომუნიკაციას.

სტუმრები არ არიან სპორტსმენები ან მწვრთნელები – ისინი წარმოადგენენ ფართო საზოგადოებისთვის, ან რიგ შემთხვევებში, ვიწრო წრეებში ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც, უბრალოდ, უყვართ სპორტი და ბევრი საინტერესო ისტორიის გაჟღერება შეუძლიათ.

ერთი სიტყვით, გადაცემა შემეცნებით და გასართობ ხასიათს ერთდროულად ატარებს. გაიგებთ ისეთს, რაც დღემდე არ იცოდით; მოუსმენთ საუბარს, რომლის მსგავსიც, სავარაუდოდ, ბევრჯერ თავადაც გქონიათ – სპორტთან დაკავშირებული ახალი ამბების განხილვა ან ძველის გახსენება ხომ ყველას გვიყვარს.

პირველი გადაცემა სამშაბათს, 20:00-ზე, Live.ge-ის ოფიციალურ YouTube გვერდზე გამოქვეყნდება და მას სისტემატური ხასიათი ექნება. პირველი გადაცემის სტუმარი კი ჟურნალისტი, მწერალი, “მძიმე კაცად” წოდებული დავით კოვზირიძე იქნება.

იხილეთ პირველი გადაცემის პრევიუ

გუგასთან | Live.ge ინტერვიუების ახალ სერიას იწყებს

| სხვა, 7 კაცა, ATP/WTA, NBA, PRO 12, TOP 14, ავსტრალიის ღია პირველობა, ამერიკის ღია პირველობა, ბუნდესლიგა, დიდი 10, დიდი სლემი, ევროლიგა, ევროპა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, ერედივიზიონი, ერთა თასი, ეროვნული ლიგა, ექვსი ერი, ვიდეო მიმოხილვები, ზე რაგბი, კალათბურთი, კონფერენს ლიგა, კონფერენს ლიგვა, კოპა ამერიკა, ლა ლიგა, ლიგა 1, მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, ოთხი ერი, პრემიერლიგა, რაგბი, როლან გაროსი, საბრძოლო ხელოვნება, საკლუბო ტურნირები, საკლუბო ტურნირები, სანაკრებო თამაშები, სანაკრებო ტურნირები, სანაკრებო ტურნირები, საქართველოს ჩემპიონატი, სერია ა, სუმო, სხვა, სხვა, სხვა, სხვა, ტესტ მატჩები, უეფას კონფერენც ლიგა, უიმბლდონი, ფეხბურთი, ქართული სპორტი, ჩემპიონატები, ჩემპიონატები, ჩემპიონატები, ჩემპიონთა ლიგა, ჩოგბურთი, ძიუდო, ჭიდაობა |
სტატიის ავტორი
-