ეკო გორგოძე ბიარიცის ტურნირს გამოეთიშა

მსოფლიო რეიტინგის 168-ე და საქართველოს პირველი ნომერი, 26 წლის ეკო გორგოძე ბიარიცის ტურნირზე ასპარეზობს, სადაც მეორე რაუნდის შეხვედრაში რეიტინგის 325-ე ნომერ არგენტინელ პაულა ორმაეჩეას დაუპირისპირდა.

პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა დასკვნით გეიმში ანგარიშით 6:5-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარი მოწოდება წააგო და შესაბამისად სეტი არგენტინელის სასარგებლოდ ანგარიშით 7:5 დასრულდა.

ანალოგიური სურათი იყო მეორე სეტის შემთხვევაშიც, ჩოგბურთელებმა უშეცდომოდ აიღეს საკუთარი მოწოდებები, თუმცა ეკომ ანგარიშით 5:4-ზე ისევ დაკარგა საკუთარი მოწოდება და მატჩი არგენტინელი პაულა ორმაეჩეას სასარგებლოდ, 2 სეტში, ანგარიშით – 7:5, 6:4 დასრულდა.

ეკო გორგოძე ბიარიცის ტურნირს გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-