ეკო გორგოძემ რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა!

მსოფლიო რეიტინგის 168-ე და საქართველოს პირველი ნომერი, 26 წლის ეკო გორგოძე ბიარიცის ITF ტურნირზე ასპარეზობს, სადაც პირველ შეხვედრაში რეიტინგის 154-ე ნომერ რუს ირინა ხრომაჩევას დაუპირისპირდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი მეტოქე პირველ სეტში დამაჯერებელი ანგარიშით – 6:3 დაამარცხა.

რაც შეეხება მეორე სეტს, დაძაბულ ბრძოლაში ეკო ტაიბრეიკზე ანგარიშით – 6:7 (8:10) დამარცხდა.

დასკვნით სეტში საქართველოს პირველმა ნომერმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მშრალად დაამარცხა ანგარიშით – 6:0.

ეკოს მომდევნო მეტოქე ვერონიკა კეპედესა და პაულა ორმაეჩეას შორის გამარჯვებული იქნება.

Live.ge-ს სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ ჩოგბურთელს.

ეკო გორგოძემ რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა!

სტატიის ავტორი
-