საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს მესამე ჩოგანი – ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, რომელმაც ფინალში კასპერ რუდს (4) 3 სეტში, ანგარიშით 7:6, 6:3, 7:5 მოუგო.
ფინალური შეხვედრა 3 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. სერბმა ჩოგბურთელმა როლან გაროსზე სულ 7 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ორი სეტი დათმო.
ჯოკოვიჩმა პარიზის გრანდ სლემის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2 300 000 ევრო გამოიმუშავა, რუდმა კი 1200 ქულა და 1 150 000 ევრო მიიღო.
ნოვაკმა როლან გაროსზე კარიერაში მესამედ იმარჯვა. 36 წლის ჩოგბურთელმა 23-ე გრანდ სლემი მოიგო, რითაც რაფაელ ნადალს გადაუსწრო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.