ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (მეორე შეხვედრების შემდეგ)

11 ნოემბერს საჩოგბურთო სამყაროში უკანასკნელი ტურნირი დაიწყო – ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო 8 ჩოგბურთელი მონაწილეობს.

ეს გახლავთ ერთადერთი ტურნირი, რომელიც ჯგუფური სისტემით ტარდება, ასევე ერთადერთი ტურნირი, რომელიც 1500-ქულიანია.

ტურნირს გამოაკლდნენ მსოფლიოს მე-2 ნომერი რაფაელ ნადალი და მსოფლიოს მე-4 საფეხურზე მყოფი ხუან-მარტინ დელ პოტრო, მათ ნაცვლად კი ტურნირს მე-9 და მე-10 ჩოგნები, კეი ნიშიკორი და ჯონ ისნერი შეუერთდნენ.

ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (მეორე შეხვედრების შემდეგ) 1

ტურნირი 2 ჯგუფისგან შედგება:

A ჯგუფი:

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი
  2. ალექსანდრ ზვერევი
  3. მარინ ჩილიჩი
  4. ჯონ ისნერი

B ჯგუფი:

  1. როჯერ ფედერერი
  2. კევინ ანდერსონი
  3. დომენიკ ტიმი
  4. კეი ნიშიკორი

ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (მეორე შეხვედრების შემდეგ) 2

კევინ ანდერსონი Vs. კეი ნიშიკორი 

ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (მეორე შეხვედრების შემდეგ) 3

კევინ ანდერსონი სულ უფრო და უფრო კარგ ფორმაში შედის. მისი მეტოქე მეორე ტურის შეხვედრაში იაპონელი, მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი კეი ნიშიკორი გახლდათ. შეხვედრის ფავორიტად ნიშიკორი მიიჩნეოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და არამხოლოდ… ანდერსონმა მეტოქე გაანადგურა!

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:0, 6:1 ანდერსონის სასარგებლოდ. 

როჯერ ფედერერი Vs. დომენიკ ტიმი 

ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (მეორე შეხვედრების შემდეგ) 5

შვეიცარიელი მაესტრო პირველი წაგებული შეხვედრის შემდეგ, კორტზე მაქსიმალურად მობილიზებული გამოვიდა, ამის შემჩნება კი არც თუ ისე რთული არ ყოფილა. მეორე ტურის შეხვედრაში როჯერს მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი დომენიკ ტიმი დაუპირისპირდა. 37 წლის ლეგენდარულმა შვეიცარიელმა მეტოქე 2 სეტში, საათსა და 8 წუთში დაამარცხა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:2, 6:3 ფედერერის სასარგებლოდ.

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. ალექსანდრ ზვერევი 

ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (მეორე შეხვედრების შემდეგ) 7

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი შესანიშნავად გამოიყურება, ნოლეს უკანასკნელი 26 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მარცხი აქვს. სერბმა ახალგაზრდა ალექსანდრ ზვერევი 2 სეტში დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:4, 6:1 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. 

მარინ ჩილიჩი Vs. ჯონ ისნერი 

ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (მეორე შეხვედრების შემდეგ) 9

შეხვედრის ფავორიტად მარინ ჩილიჩი მიიჩნეოდა, ხორვატმა ჩოგბურთელმა ეს მოლოდინი გაამართლა კიდეც, თუმცა შეხვედრის მოსაგებად დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ჩილიჩისა და ისნერის დაპირისპირება 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა, 3 სეტიანი დაპირისპირების გამარჯვებული, როგორც აღვნიშნეთ ხორვატი ჩოგბურთელი გახლდათ.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:7(2), 6:3, 6:4 მარინ ჩილიჩის სასარგებლოდ. 

ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (მეორე შეხვედრების შემდეგ)

სტატიის ავტორი
-