ნიკოლოზ ბასილაშვილს უძლიერესი მეტოქე ჰყავს!

დღეს, 22 ოქტომბერს სტარტს აიღებს ავსტრიაში, კერძოდ კი ვენაში მიმდინარე 500-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი.

ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ბადეში არ გაუმართლა, ვინაიდან მისი პირველი მეტოქე ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილი, მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი კევინ ანდერსონი იქნება.

ბასილაშვილისა და ანდერსონის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზეა დაანონსებული, თუმცა შესაძლოა დრომ გადაიწიოს.

LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!

 

ნიკოლოზ ბასილაშვილს უძლიერესი მეტოქე ჰყავს!

სტატიის ავტორი
-