ნოვაკ ჯოკოვიჩმა შური იძია (ვიდეო)

მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი შანხაის მასტერსზე ასპარეზობს. მან საკუთარი მეორე (1/16-ფინალური) შეხვედრა იტალიელი მარკო ჩეკინატოს წინააღმდეგ გამართა. 

ჩეკინატო მსოფლიოს 21-ე ჩოგანია, შეგახსენებთ, რომ იგი ნოვაკ ჯოკოვიჩს წლევანდელ როლან გაროსზე დაუპირისპირდა და სენსაციური შედეგი დააფიქსირა – მარკომ ნოვაკი 3:1 დაამარცხა.

დღევანდელ შეხვედრაში ადვილად შესამჩნევი იყო, რომ სერბი ჩოგბურთელი ძალიან მოტივირებული იყო მეტოქის დასამარცხებლად და “შურის საძიებლად”.

პირველი სეტში თავდაპირველი გეიმები თანაბრად, ბრეიკის გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა რიგით მე-7 გეიმში ჯოკოვიჩმა მოახერხა ბრეიკის გაკეთება, რაც საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად.

მეორე სეტში კი ჯოკოვიჩმა მეტოქე მშრალზე დატოვა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:4, 6:0 ნოლეს სასარგებლოდ.

სტატიის ავტორი
-