რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ტურში გასვლით

საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ეტაპზე გავიდა, იგი პირველ რაუნდში ამერიკელ პერსპექტიულ მოთამაშე კრისტოფერ ეუბანკსს დაუპირისპირდა – თამაში 4 სეტში, ანგარიშით – 6:4, 4:6, 7:6(6), 6:3, ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 75 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 137-ე ნომერი სტეფანო ტრავალია იქნება, რომელიც ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა და მეორე რაუნდში გააღწია.

 

 

რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ტურში გასვლით

სტატიის ავტორი
-