სენსაციებით სავსე დღე ქალთა ჩოგბურთში

17 ოქტომბერი ქალთა ჩოგბურთისთვის სენსაციებით სავსე აღმოჩნდა. 

WTA ლუქსემბურგი:

საკუთარ შეხვედრაში დამარცხდა კარლა სუარეს-ნავარო, რომელიც ეჟენი ბუშარს ხვდებოდა და 2 სეტში ანგარიშით – 6:0,6:1 განადგურდა.

მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერი გარბინ მუგურუზა უკრაინელ იასტრემსკას დაუპირისპირდა, რომელთანაც მხოლოდ 5 გეიმის მოპოვება მოახერხა. 6:2, 6:3 – იასტრემსკას სასარგებლოდ.

WTA მოსკოვი:

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ტუნისელმა ონს ჟაბერმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 101-ე ნომერია – იგი ამერიკელ სლოან სტივენსს დაუპირისპირდა და უშანსოდ, 2 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:2 დაამარცხა. ჟაბერისა და სტივენსის შეხვედრა ერთმა კურიოზულმა გაამრავალფეროვნა – კორტზე კატა შევიდა, რომელიც რამდენიმე წამი დასეირნობდა.

34 წლის ვერა ზვონარევამ, მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი კარი პლისკოვა 2 სეტში, ანგარიშით – 6:1, 6:2 დაამარცხა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რუსი ჩოგბურთელი შესანიშნავად გამოიყურებოდა – ბრწყინვალე ფორჰენდებით და ძალიან კარგი ტაქტიკური მოქმედებებით.

 

სენსაციებით სავსე დღე ქალთა ჩოგბურთში

სტატიის ავტორი
-