სინგაპურის შემაჯამებელი ტურნირი (თეთრი ჯგუფი)

დაიწყო ქალთა საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ტურნირი სინგაპურში, სადაც მხოლოს მსოფლიოს საუკეთესო 8 ჩოგბურთელი ასპარეზობს.

ეს ტურნირი სხვებისგან განსხვავებულია – ასპარეზობს 8 ჩოგბურთელი, რომლებიც გადანაწილებული არიან 2 ჯგუფში (თეთრი და წითელი), საიდანაც ნახევარფინალურ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან 2 ჩოგბურთელი გავა.

თეთრ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული დაუპირისპირდება წითელი ჯგუფის მე-2 ადგილს, წითელი ჯგუფის პირველი კი – თეთრის მეორეს. 

ვინაიდან სიმონა ჰალეპი ტურნირზე ვერ ასპარეზობს მის მაგივრად შეჯიბრს კიკი ბერტენსი დაემატა. 

თეთრი ჯგუფი:

მსოფლიოს მე-3 ნომერი კაროლინ ვოზნიაცკი 

მსოფლიოს მე-5 ნომერი პეტრა კვიტოვა 

მსოფლიოს მე-7 ნომერი ელენა სვიტოლინა

მსოფლიოს მე-8 ნომერი კარი პლისკოვა

შედგა პირველი შეხვედრები, სადაც ერთმანეთს კარი პლისკოვა და კაროლინ ვოზნიაცკი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:2, 6:4 კარი პლისკოვას სასარგებლოდ.

ასევე დაპირისპირება შედგა პეტრა კვიტოვასა და ელენა სვიტოლინას შორის.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:3, 6:3 ელენა სვიტოლინას სასარგებლოდ.

სინგაპურის შემაჯამებელი ტურნირი (თეთრი ჯგუფი)

სტატიის ავტორი
-