ტადიჩმა და აიაქსმა კონტრაქტი გაწყვიტეს
დუშან ტადიჩმა ,,აიაქსიდან” წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამსტერდამული გუნდის ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა ხელშეკრულება გუშინ გაწყვიტეს. ,,გუნდიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ამის დრო მოვიდა. ვფიქრობ, ახალი ცხოვრება არა მხოლოდ მე, არამედ გუნდმაც უნდა დაიწყოს. აიაქსში გატარებული შესანიშნავი პერიოდისთვის გუნდის გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. თუ ჩემზე იქნება დამოკიდებული, ეს საბოლოო დამშვიდობება არ […]
11 წლის შემდეგ: ვან დერ სარმა ამსტერდამის აიაქსი დატოვა
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მეკარემ, ედვინ ვან დერ სარმა, ამსტერდამის აიაქსის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა. თითქმის 11 წლის შემდეგ, რომელიც ვეტერანმა გოლკიპერმა კლუბის აღმასრულებელ საბჭოში გაატარა, გადაწყვიტა, რომ ნიდერლანდების ყველაზე ტიტულოვან კლუბს დაემშვიდობოს. 52 წლის მენეჯერი, კოლეგებს მოვალეობის შესრულების უფლებას 2023 წლის 1 ივნისიდან გადასცემს, მიუხედავად იმისა, რომ სამეთვალყურეო საბჭომ ედვინს სთხოვა, თანამდებობაზე 1 აგვისტომდე დარჩენილიყო. “თითქმის […]
კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი – სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს. ბეთლაივში აცხადებენ, რომ ბრენდ ამბასადორების წარდგენა ქართულ სპორტთან ურთიერთკავშირის მორიგი მაგალითი იქნება. რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების სპონსორის როლში, კომპანია […]
კომპანია ბეთლაივსა და სამ სპორტულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია „ბეთლაივი“ სამი სპორტული ფედერაციიის ოფიციალური სპონსორი გახდა. მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ, „ბეთლაივმა“ რაგბის კავშირთან, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რაც საერთო პროექტებზე კოლაბორაციას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერასა და მედია ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმებით, „ბეთლაივი“ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. […]
ტორგან აზარი სეზონის ბოლომდე პსვ-ში ითამაშებს
დორტმუნდის ,,ბორუსიას” ნახევარმცველი, ტორგან აზარი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ,,პსვ ეინდჰოვენში” ითამაშებს. ,,ეს შესანიშნავი გუნდია. პსვ ნიდერლანდების ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, კლუბი, ასევე, ქვეყნის თასსა და ევროტურნირზე ასპარეზობს. ამ დიდ მატჩებში მონაწილეობის მიღებას მოუთმენლად ველი,” – განაცხადა აზარმა. მიმდინარე სეზონში ტორგან აზარის ანგარიშზე ,,ბორუსიას” მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 1 გოლი იყო. 19 ტურის შემდეგ ,,პსვ” 38 […]
გუგასთან | Live.ge ინტერვიუების ახალ სერიას იწყებს
სპორტზე საათობით საუბარი მოსაწყენი არასდროსაა – აქტიური ქომაგები ამაში აუცილებლად დაგვეთანხმებიან. ამ იდეაზე დაყრდნობით, Live.ge-იმ ინტერვიუების ახალი სერია დაიწყო, რომლის ავტორი და წამყვანი გუგა როგავა იქნება. სტუმართან ერთად, წამყვანი სპორტზე და მასთან ახლოს მყოფ საკითხებზე ისაუბრებს. თქვენ მოისმენთ ორ მხარეს შორის განხილვებს, მათ შეხედულებებს, სპორტულ კამათს, მივიწყებულ ისტორიებსა და მაქსიმალურად ღია, გახსნილ კომუნიკაციას. სტუმრები არ […]
100 მილიონი ევრო ანტონის სანაცვლოდ – იუნაიტედი აიაქსს ტრანსფერზე შეუთანხმდა
ამსტერდამის ,,აიაქსის” შემტევი, ანტონი, კარიერას ,,მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ,,წითელი ეშმაკები” მზად არიან, ბრაზილიელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ (რეკორდული თანხა ერედივიზიონის ისტორიაში). მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და 22 წლის ფეხბურთელი ,,იუნაიტედთან” 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ანტონიმ რამდენიმე დღის წინ, რომანოსთან საუბრისას დაადასტურა, რომ ,,აიაქსიდან” წასვლა რამდენიმე […]
ანტონი: ,,თებერვლიდან ვამბობ, რომ აიაქსიდან წასვლა მსურს”
,,აიაქსის” შემტევმა, ანტონიმ, ფაბრიციო რომანოსთან საუბრისას დაადასტურა, რომ ამსტერდამული გუნდიდან წასვლა სურს: ,,კლუბთან შეხვედრისას გუნდიდან ნაადრევად წასვლის სურვილი გამოვთქვი. ,,აიაქსისგან” უარი მივიღე იმ არგუმენტით, რომ მათ ჩემს შესაცვლელად მხოლოდ 5 დღე აქვთ. გუნდს უბრალოდ გაშვებას არ ვთხოვ. ვთხოვ, რომ ერედივიზიონისთვის რეკორდულ ფასად გამყიდონ. ამაზე თებერვლიდან ვსაუბრობ, რათა კლუბს ჩემი შემცვლელი ადვილად ეპოვნა. სატრანსფერო ფანჯრის დროს […]
სებასტიან ალეს სათესლე ჯირკვლის სიმსივნის მოსაშორებლად ოპერაცია ჩაუტარდა
“დორტმუნდის”თავდამსხმელმა სებასტიან ალემ სათესლე ჯირკვლის სიმსივნეზე წარმატებული ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვე რეაბილიტაციას გაივლის. ამის შესახებ, გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა სებასტიან კელმა განაცხადა. კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი გუნდმა “აიაქსიდან” 31 მილიონ ევროდ შეიძინა. წინასასეზონო შეკრების დაწყებიდან 12 დღეში სებასტიანს სიმსივნე აღმოუჩნდა და ამის გამო ვარჯიშების შეწყვეტა მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჯერ კიდევ არაა ცნობილი […]
“წითელმა ეშმაკებმა” არგენტინელი ფეხბურთელი დაიმატეს
ლისანდრო მარტინესი კარიერას “აიაქსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. ფეხბურთელმა კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა. ამპლუით მცველმა მარტინესმა საკლუბო კარიერაში 177 მატჩს მოუყარა თავი და არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრიცაა. გარდა 2021 წლის კოპა ამერიკისა, მას “აიაქსთან” ერთად ორჯერ აქვს ერედივიზიონი მოგებული. ”ჩემთვის დიდი პატივია ამ დიდ საფეხბურთო კლუბში გადასვლა. ამ მომენტამდე მოსასვლელად ძალიან ბევრი ვიმუშავე და ახლა, […]