დინამოში ცვლილებები იწყება – თბილისურ კლუბს ორი ფეხბურთელი ტოვებს

მას მერე, რაც “დინამო თბილისმა” ეროვნული ლიგის ტიტული “დინამო ბათუმს” გადააბარა, ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გუნდში საკმაოდ დიდი ცვლილებები დაანონსა.

როგორც Live.ge-სთვის გახდა ცნობილი, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს უახლოეს პერიოდში სერბი ნახევარმცველი, მილან რადინი და ქართველი შემტევი, ნოდარ ქავთარაძე დატოვებენ, თუმცა ცვლილებები ამით არ დასრულდება და 18-გზის ჩემპიონი სხვა ადგილობრივ თუ ლეგიონერ ფეხბურთელს დაემშვიდობება.

ამავე დროს, “ლურჯ-თეთრები” ახალი სეზონისთვის გამოცდილი ქართველი ფეხბურთელების დამატებას გეგმავენ.

30 წლის რადინი “დინამოს” სეზონის წინ, ანტალიაში გამართულ შეკრებაზე შეუერთდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. 2021 წელს რადინი “დინამოს” ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. რაც შეეხება ნოდარ ქავთარაძეს, 28 წლის ნახევარმცველი, რომელსაც თბილისურ კლუბთან ერთად ეროვნული ლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული, გუნდში ზაფხულში, უნგრულ “მეზოკოვეშდში” გატარებული ნახევარი წლის შემდეგ დაბრუნდა და 17 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

დინამოში ცვლილებები იწყება – თბილისურ კლუბს ორი ფეხბურთელი ტოვებს

სტატიის ავტორი
-