ოფიციალურად: ლეანდრო რიბეირომ გორის დილა დატოვა

ეროვნული ლიგის 2018 წლის საუკეთესო ლეგიონერმა ლეანდრო რიბეირომ გორის “დილა” ოფიციალურად დატოვა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ქართულმა გუნდმა სამხრეთ კორეულ “სეულში” გაყიდა.

ლეანდრო საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, თუმცა თავისი სურვილიდან გამომდინარე, უმეტეს დროს იჯარით სხვა გუნდებში ატარებდა. გორელებმა ის ჯერ “მაკაბიში”, შემდეგ “შერიფში”, ბოლოს კი სწორედ “სეულში” გაანათხოვრეს.

სამხრეთ კორეის რანგით მე-2 ლიგაში ჩატარებულ 11 თამაშში 25 წლის ვინგერმა 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა, რის გამოც “სეულმა” მისი გამოსყიდვა გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, “დილამ” რიბეიროს სანაცვლოდ 400 ათასი ევრო მიიღო.

ლეანდრომ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 41 თამაშში 18-18 გოლი და ასისტი დააგროვა.

ოფიციალურად: ლეანდრო რიბეირომ გორის დილა დატოვა

სტატიის ავტორი
-