უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში გორის “დილასთან” დაპირისპირების წინ, “დუნაისკა სტრედას” მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გიულამ კომენტარი გააკეთა. “მიროსლავ კაჩერმა (პირველ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი შეცვლის შემდეგ დატოვა) გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც კარგი ამბავია. გვექნება ინდივიდუალური სესია და ვნახავთ როგორ გამოიყურება ვარჯიშის შემდეგ. მჯერა, რომ მზად იქნება და დაგვეხმარება. ამინდზე ვერაფერს ვიტყვი, დღისით უფრო […]
“საშინაო კედლებში გორის დილა შეტევაში უფრო აქტიური იქნება” – სლოვაკური მედიის მატჩის წინა ანალიზი
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი ბრინჯაოსმედალოსანი გორის “დილა” სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონ “დუნაისკა სტრედას” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრის წინ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სლოვაკური მედია საშუალება sport.aktuality.sk-ი გუნდებს შორის გამართულ პირველ მატჩს და მოახლოებულ დაპირისპირებას ვრცელი ანალიტიკური სტატიით გამოეხმაურა. “ისევე როგორც ერთი წლის წინ, “დუნაისკა სტრედას” ფეხბურთელებმა კონფერენს ლიგაში გამოსვლა, მიმდინარე სეზონშიც საშინაო მატჩში გამარჯვებით […]
დუნაისკა სტრედას მწვრთნელი: “გორის დილა ხარისხიანი გუნდია, მაგრამ ჩვენი წარმატების მჯერა”
2023/24 წლების სეზონის უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში “დუნაისკა სტრედამ” საშინაო კედლებში საქართველოს ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი გორის “დილა” – 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, სლოვაკური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გიულამ კომენტარი გააკეთა. “ჩვენ სტანდარტზე მაღალი სავარჯიშო პირობები გვაქვს, გვყავს გულშემატკივართა ბაზა, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიციები. როგორც კლუბს, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სტაბილურობა. შესაბამისად, აქ […]
ანდრეი დემჩენკო: “საქართველოში დუნაისკას მსგავსი გუნდი არ გვყავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ”
2023/24 წლების სეზონის უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში საქართველოს ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი გორის “დილა” სლოვაკურ “დუნაისკა სტრედასთან” სტუმრად – 1:2 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ კომენტარი გააკეთა. “ჩვენ ძალიან ხარისხიან მეტოქეს გადავეყარეთ, რომლის მსგავსიც ჩვეულებრივ საქართველოში არ თამაშობს. ჩვენი მეტოქე ძლიერ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ ორი შეცდომა დავუშვით […]
დუნაისკა სტრედას მწვრთნელი: “ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპია, მაგრამ გორის დილას სახით რთული მეტოქე შეგვხვდა”
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის ბრინჯაოსმედალოსანი გორის “დილა” “დუნაისკა სტრედას” დაუპირისპირდება. აღნიშნული დუელის პირველი მატჩი სლოვაკეთში გაიმართება, რომლის წინაც, მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გიულამ კომენტარი გააკეთა. “ვიცით, რომ ეს არის ევროპული დაპირისპირება მეტოქესთან, რომელსაც ბევრი ლეგიონერით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. ინფორმაცია დღეს უკვე ხელმისაწვდომია, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ ცოცხალი სკაუტინგი და […]
მეოთხე ქართული გუნდი – ვაგნერ გონსალვეში საქართველოში მესამედ დაბრუნდა
საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა, “დინამო თბილისმა”, ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი, ვაგნერ გონსალვეში დაიმატა. 26 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კარიერის განმავლობაში, ვაგნერს სამ ქართულ კლუბში: “საბურთალოში” (“დინამო თბილისის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით), “დინამო ბათუმსა” და გორის “დილაში” უთამაშია. სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი საქართველოში უკვე მესამედ დაბრუნდა. 2022 წელი […]
ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ლევან შენგელია საკლუბო კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ კლუბში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “პანეთოლიკოსის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. როგორც ირკვევა, 26 წლის მარჯვენა ვინგერმა ბელგიური “ლეუვენი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ხოლო ბერძნულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კარიერის განმავლობაში შენგელიას გორის “დილას”, ქუთაისის “ტორპედოს”, ფოთის “კოლხეთის”, “დინამო თბილისის”, სამხრეთ კორეული “დაეხონის“, ბელგიური “ტუბიძეს” და თურქული […]
ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური დინამო ბათუმის ფეხბურთელია
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველი ფეხბურთელი დაიმატა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობები აჭარულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა და პაატა ღუდუშაურის დამატება გაასაჯაროვა. 25 წლის შემტევმა ახალ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მაშინ, როცა გორის “დილადან” მარჯვენა ფლანგის ვინგერის დამატებაზე პირველი ცნობები გაჟღერდა, ბათუმელი ქომაგები ინფორმაციას პროტესტით შეხვდნენ. საქმე იმაშია, რომ 2019 წლის […]
როგორ აისახა ქართული კლუბების შედეგები უეფას საკლუბო რეიტინგზე?
2022/23 წლების სეზონის ევროპული საკლუბო ტურნირები საქართველოს წარმომადგენელი გუნდებისთვის ნაადრევად დასრულდა და აქ მათ მხოლოდ 1 თვე გაატარეს. მიუხედავად წარუმატებელი შედეგებისა და იმისა, რომ უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე არცერთი ქართული გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას, ჩატარებული შეხვედრები საქართველოს ჩემპიონატს უეფას საკლუბო რეიტინგში წინსვლაში დაეხმარა. კონკრეტულად, 2022/23 წლების სეზონში ქართულმა კლუბებმა საერთაშორისო სარბიელზე 12 მატჩი ჩაატარეს, […]
პაატა ღუდუშაური დინამო ბათუმში გადადის – ქომაგები ტრანსფერს აპროტესტებენ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმმა” პოზნანის “ლეხთან” სტუმრად – 0:5 წააგო და შემდეგი ეტაპზე გასვლის შანსები მიზერულამდე დაიყვანა. მძიმე მარცხის შემდეგ, ქართულ მედიაში, კონკრეტულად საფეხბურთო გვერდის, Geo Team-ის მეშვეობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა ვინგერს, პაატა ღუდუშაურს იმატებს. აღნიშნული ცნობა Live.ge-ს სანდო წყარომაც დაუდასტურა. მოგვიანებით, […]
რა თანხა გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროტურნირების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე?
უეფას ევროპული ტურნირების 2022/23 წლების სეზონი ივლისის თვეში დაიწყო და პირველ საკვალიფიკაციო ეტაპებზე ქართულმა გუნდებმა უკვე იასპარეზეს. სამწუხაროდ, მიმდინარე ევროსეზონი ორი ქართული კლუბისთვის უკვე დასრულდა, ესენი “დინამო თბილისი” და გორის “დილა” არიან, რომლებმაც წინა სეზონში საქართველოს ეროვნულ ლიგაში შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციები დაიკავეს, უეფას კონფერენს ლიგაზე გამოსვლას კი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშნენ. რაც შეეხება ქვეყნის […]
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე 6 დღით ადრე, ევროტურნირებზე საქართველოს წარმომადგენელ ერთ-ერთ კლუბს, გორის “დილას” საკადრო პრობლემა შეექმნა. საქმე ისაა, რომ გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა და ეროვნულ ლიგაში გორელთა მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. 26 წლის ბრაზილიელმა შემტევმა, რომელიც წარსულში “საბურთალოსა” და “დინამო ბათუმის” რიგებშიც თამაშობდა, გუნდი კონტრაქტის პირობების დარღვევით დატოვა. უფრო კონკრეტულად, […]