საბურთალოდან ლა ლიგაში: ქართველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის გუნდში ითამაშებს 

“საბურთალოს” ფეხბურთელი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა კარიერას ესპანეთის ჩემპიონატის ბინადარ “კადისში” გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. როგორიც ირკვევა, 21 წლის ცენტრალური მცველი ესპანური კლუბის მთავარ გუნდში ითამაშებს.

ჯინჯოლავა ესპანურ კლუბში 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს, რის მერეც “კადისს” ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

ჯინჯოლავა “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და 2020 წლის სეზონი იჯარის წესით თბილისის “ლოკომოტივში” გაატარა, მიმდინარე წლიდან კი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და ძირითადი შემადგენლობის წევრიც გახდა. 2018-19 წლებში ჯინჯოლავა ესპანეთში თამაშობდა, სადაც ქვედა ლიგის კლუბ “ფუნდასიონის” მაისურს ირგებდა.

სტატიის ავტორი
-