უკრაინიდან წამოსული ქართველი ფეხბურთელი ტორპედოში ითამაშებს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად, ამ ქვეყნის ტერიტორიიდან წამოსული ქართველი ფეხბურთელი, ბექა ვაჩიბერაძე ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს.

აღნიშნული ინფორმაცია იმერული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

26 წლის ნახევარმცველმა დონეცკის “შახტარის” 17 და 19-წლამდე გუნდებში ითამაშა, შემდეგ კი “ბეტისის” სარეზერვო გუნდის წევრიც გახლდათ. ასევე, ლიტვური “რიგასის” და ბელგიური “ლომელის” შემადგენლობაში თამაშობდა, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ კი ვაჩიბერაძე “ჩერნომორეცის” მაისურს ირგებდა.

 

უკრაინიდან წამოსული ქართველი ფეხბურთელი ტორპედოში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-