10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა

პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს კონფლიქტის ზრდის ფონზე, გავიხსენოთ, თუ რომელ ცნობილ ფეხბურთელებთან ჰქონდა პორტუგალიელ სპეციალისტს უთანხმოება.

 

10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა 1

პოლ პოგბა – მანჩესტერ იუნაიტედი

საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ პოგბას კარიერა ისეთივე წარმატებით არ გაგრძელებულა – პოგბას ჟოზესთან უთანხმოება აქვს და ცნობილია, რომ მანჩესტერის თავკაცი მისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევასაც აპირებს. თავის მხრივ, პოგბა მოურინიოს იმის გამო აკრიტიკებს, რომ მას შეტევაში ჩართვის შესაძლებლობას ნაკლებად აძლევს.

10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა 2

მოჰამედ სალაჰი – ჩელსი

“ჩელსიში” მო სალაჰი ჟოზეს ხელმძღვანელობით თამაშობდა, თუმცა მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რადგან ჟოზე სალაჰის პოტენციალს სათანადოდ არ აფასებდა. რამდენიმე წლის შემდეგ სალაჰი კვლავ პრემიერლიგაში დაბრუნდა – “ლივერპულის” შემადგენლობაში მან ერთ სეზონში (ყველა ჩემპიონატზე) 46 გოლი გაიტანა.

 

10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა 3

რომელუ ლუკაკუ – ჩელსი

მოურინიო ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და განვითარება ნაკლებად ახასიათებს. არცაა გასაკვირი, რომ 19 წლის ლუკაკუს შანსი ნაკლებად ეძლეოდა და საბოლოოდ ლივერპულის “ევერტონში” აღმოჩნდა.

10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა 4

კევინ დე ბრუინი – ჩელსი

დე ბრუინი ჯოზე მოურინიოს კიდევ ერთ შავ ლაქს წარმოადგენს, რადგან ახალგაზრდა, ნიჭიერ ბელგიელს “სტემფორდ ბრიჯზე” შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება არ მიეცა, რის გამოც მან კარიერა “ვოლფსბურგში” გააგრძელა. ბუნდესლიგაში 3-წლიანი კარიერის შემდეგ დე ბრუინი კვლავ პრემიერლიგაში დაბრუნდა, სადაც პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით პრემიერლიგის მოგება შეძლო.

 

 

 

 

 

10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა 5

იკერ კასილასი – რეალი

პორტუგალიელმა სპეციალისტმა მადრიდული გუნდის გულშემატკივრებისგან პატივისცემა მას შემდეგ დაკარგა, რაც გუნდის კაპიტანი, იკერ კასილასი გუნდიდან გაუშვა. ამას მოჰყვა პეპესთან და სერხიო რამოსთან ურთიერთობის გაფუჭება, გუნდმა კი ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო – ამ შედეგების გამო კი მოურინიომ პოსტი 2013 წელს დატოვა.

10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა 6

ბასტიან შვაინშტაიგერი

ლუის ვან გაალის გაშვების შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა და მალევე აჩვენა, რომ გერმანიის ნაკრებისა მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი კაპიტანი პორტუგალიელი სპეციალისტის გეგმებში არ შედიოდა.

10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა 7

პედრო ლეონი – მადრიდის რეალი

23 წლის პედრო ლეონი ერთ-ერთ იმედისმომცემ ტალანტად ითვლებოდა, თუმცა მოედანზე სათამაშო დრო არ ეძლეოდა. სეზონის ბოლოს პერდო ლეონმა ჟოზე მოურინიო ღიად გააკრიტიკა და კარიერა “ხეტაფეში” განაგრძო. Guardian-ის მიხედვით, მოურინიომ პერდო ლეონს პირდაპირ უთხრა, რომ გუნდში მოხვედრას იმ შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებდა, თუკი მთელი მადრიდული გუნდი ავიაკატასტროფაში მოხვდებოდა.

10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა 8

კრიშტიანუ რონალდუ – მადრიდის რეალი

რონალდოსა და მოურინიოს “რეალში” იდეალური ურთიერთობა ნამდვილად არ ჰქონიათ. რონალდოს თქმით, იგი მოურინიოს ინსტრუქციებს ხშირად რუი ფარიასგან იღებდა, რომელიც ჟოზეს ასისტენტი იყო. “ჟოზე საკუთარ თავში ზედმეტად იყო დარწმუნებული”, – აღნიშნა რონალდომ.

თავის მხრივ, ჟოზემ ცოტა ხნის წინ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ასეთი რამ განაცხადა: “რონალდო ნაზარიო ყველა დროის საუკეთესო რონალდო იყო” (იგულისხმება ბრაზილიელი რონალდო).

10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა 9

ხუან მატა – ჩელსი

როგორც Goal.com წერს, “ჩელსიში” თამაშისას ხუან მატა უკმაყოფილო იყო იმ როლით, რომელიც ჟოზეს ტაქტიკაში ჰქონდა მას მინიჭებული. 2014 წელს ჟოზემ მატა “მანჩესტერში” გაყიდა და მათი გზები ზუსტად 2 წლის შემდეგ გადაიკვეთა. აღსანიშნავია რომ “ქომიუნითი შილდზე” გამართულ მატჩში ჟოზემ მატა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართო და თამაშის დამთავრებამდე უკან გაიყვანა (მატას თამაშში ტრავმა არ მიუღია).

10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა 10

რიკარდო კვარეჟმა – ინტერი

რიკარდო კვარეჟმა ევროპული ფეხბურთის ამომავალი ვარსვლავი იყო – ინტერში გადასვლა თითქოს მისთვის ტრამპლინი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ყველაფერი საწინააღმდეგოდ წარიმართა: “ჩემი ცხოვრების უდიდესი შეცდომა იყო ინტერში გადასვლა. ვარჯიშზე წასვლა იმდენად არ მინდოდა, რომ ცრემლები მომდიოდა”, – აღნიშნა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.

 

10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა

სტატიის ავტორი
-