რუბინის მთავარმა მწვრთნელმა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა

ყაზანის ,,რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა:

,,მატჩამდე ხვიჩამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და დაზიანება არ ჰქონია. ვფიქრობ, მას ბარძაყის უკანა ნაწილის ტრავმა აქვს.

ტომოგრაფიის ჩატარების შემდეგ გავიგებთ, რამდენად სერიოზულადაა საქმე,” – განაცხადა სლუცკიმ.


ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ,,ურალთან” მატჩის 32-ე წუთზე მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ,,რუბინმა” მატჩში 1-0 იმარჯვა.

მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

რუბინის მთავარმა მწვრთნელმა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-