სლუცკი კვარაცხელიას ტრანსფერზე: ,,არწივს კოლიბრის გალიაში ვერ გამოამწყვდევ”

ყაზანის ,,რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:

,,ვფიქრობ, რომ ხვიჩა ყველა ძირითადი საფეხბურთო მახასიათებლით ევროპის 5 საუკეთესო ლიგის ყველაზე კაშკაშა მოთამაშეთა ხუთეულში შედის. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ამიტომ არწივს კოლიბრის გალიაში ვერ გამოამწყვდევ.

თუ ადამიანმა მართლაც გადალახა რაღაც ეტაპი, გაიზარდა და კონკურენტუნარიანი გახდა პრინციპულად განსხვავებულ საფეხურზე, ერთი მხრივ, შესაძლოა, გულდასაწყვეტი იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის უდიდესი, გიჟური სიამაყე, რომ ჩვენ შევძელით და მოვამზადეთ ადამიანი, რომელიც, იმედი მაქვს, ევროპის წამყვან კლუბებში ფეხბურთელებს კიდევ უფრო დიდ კონკურენციას გაუწევს,” – განაცხადა სლუცკიმ.


მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

სლუცკი კვარაცხელიას ტრანსფერზე: ,,არწივს კოლიბრის გალიაში ვერ გამოამწყვდევ”

სტატიის ავტორი
-