გვარდიოლა: ,,30 ტიტული კარიერაში? დიდ გუნდებში ვმუშაობდი, სადაც მოგება უფრო იოლია”

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ლონდონის ,,ტოტენჰემთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,დღეს გვიხარია, რადგან ეს ტურნირი ზედიზედ მეოთხედ მოვიგეთ. გამარჯვებას ვეცადეთ, მომენტები შევქმენით. შანსები მეტოქესაც ჰქონდა, განსაკუთრებთ კონტრშეტევებზე, თუმცა, საბოლოოდ, კარგი მატჩი ჩავატარეთ.

30-ე ტიტული სამწვრთნელო კარიერაში? კარგია… დიდ გუნდებში ვმუშაობდი, სადაც ტიტულის მოგება უფრო იოლია,” – გვარდიოლას სიტყვებს BBC-ი ციტირებს.


ინგლისის ლიგის თასის ფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ტოტენჰემს” 1:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა.

პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მოპოვებული 30 ტიტულიდან 14 ,,ბარსელონაში” აქვს მოგებული, 7 – ,,ბაიერნში”, 9 კი – ,,სიტიში”.

გვარდიოლა: ,,30 ტიტული კარიერაში? დიდ გუნდებში ვმუშაობდი, სადაც მოგება უფრო იოლია”

სტატიის ავტორი
-