აგუერო და ბარსელონა კონტრაქტზე შეთანხმდნენ

,,მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, რომელიც ზაფხულში ინგლისურ გუნდს დატოვებს, ,,ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა.

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლა სკირას ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 8 მილიონი ევრო იქნება.

აგუეროს ,,მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. 32 წლის თავდამსხმელი ,,ქალაქელთა” ღირსებას 2011 წლიდან იცავს და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.



 

აგუერო და ბარსელონა კონტრაქტზე შეთანხმდნენ

სტატიის ავტორი
-