მიუნხენ 1860-ის ყოფილი მწვრთნელი: ,,კვარაცხელია რობენისა და რიბერის სტილის ფეხბურთელია”

,,მიუნხენ 1860-ის” მთავარმა მწვრთნელმა, დენის ბუშუევმა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის” შემტევზე – ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,წარმომიდგენია თუ არა ხვიჩა კვარაცხელია გერმანიის ჩემპიონატში? ბუნებრივია! ის რობენისა და რიბერის სტილის ფეხბურთელია. კვარაცხელიას შეუძლია, ბუნდესლიგის ტოპ ხუთეულის გუნდში ითამაშოს – მას საოცარი ტექნიკა აქვს. გერმანიაში ასეთი ფეხბურთელების რაოდენობამ იკლო, ასე რომ, ხვიჩა აქ თამაშს ნანმდვილად შეძლებდა,” – განაცხადა ბუშუევმა.


კვარაცხელიას გადაბირებით არაერთი ევროპული გუნდი ინტერესდება. ხვიჩამ გასულ სეზონში ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიუნხენ 1860-ის ყოფილი მწვრთნელი: ,,კვარაცხელია რობენისა და რიბერის სტილის ფეხბურთელია”

სტატიის ავტორი
-