დი მარია: ,,რონალდუს, ალბათ, თავის მოკვლა უნდა იმისთვის, რომ პსჟ-ში არ თამაშობს”

,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, განაცხადა, რომ პარიზულ გუნდში თამაშს კრიშტიანუ რონალდუც ისურვებდა:

,,კრიშტიანუს, ალბათ, თავის მოკვლა უნდა იმისთვის, რომ აქ არ არის. ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობის დონე უნიკალურია. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, დიდ მოთამაშეებს კი საუკეთესოებთან ერთად ყოფნა სურთ.

რა თქმა უნდა, რონალდუ ,,პსჟ-ში” თამაშს ისურვებდა, მაგრამ გუნდმა მესი გაიფორმა, საბედნიეროდ, ასე უკეთესია,” – დი მარიას სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.


ფრანგულ პრესაში იწერება, რომ ,,პარი სენ ჟერმენის” ერთ-ერთი გეგმა მომავალ სეზონში გუნდში კრიშტიანუ რონალდუს მოყვანაა. პარიზელებმა რამდენიმე დღის წინ ლეო მესი გაიფორმეს.

დი მარია: ,,რონალდუს, ალბათ, თავის მოკვლა უნდა იმისთვის, რომ პსჟ-ში არ თამაშობს”

სტატიის ავტორი
-