კანი: ,,ბაიერნს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული ჰქონდა, მათ კი ბარსელონა უბრალოდ გაანადგურეს”

მიუნხენის ,,ბაიერნის” ყოფილმა მეკარე, ოლივერ კანმა, ,,რეკორდმაისტერის” მენტალიტეტზე ისაუბრა:

,,ჩვენი გუნდის მენტალიტეტით ყოველთვის გაოცებული ვიყავი. მაგალითისთვის ბარსელონასთან გამართული საშინაო შეხვედრა გავიხსენოთ – ადრე შეგვეძლო გვეთქვა: ,,კარგი, ჯგუფი უკვე მოვიგეთ, დღეს შეგვიძლია დავისვენოთ.” თუმცა, რა მოხდა ამის ნაცვლად? მათ ბარსელონა უბრალოდ გაანადგურეს.

ჩვენს ფეხბურთელებს ყველა მატჩში სურთ აჩვენონ, რომ საუკეთესოები არიან. გამარჯვების სურვილი ყველას აერთიანებს,” – განაცხადა კანმა.


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ,,ბაიერნმა” ,,ბარსელონას” 3:0 მოუგო – კატალონიელებს ფლეიოფში გასასვლელად მოგება სჭირდებოდათ, ნაგელსმანის გუნდს კი ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა. მერვედფინალში ,,რეკორდმაისტერის” მეტოქე ,,ზალცბურგი” იქნება.

კანი: ,,ბაიერნს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული ჰქონდა, მათ კი ბარსელონა უბრალოდ გაანადგურეს”

სტატიის ავტორი
-